არტთერაპია — ფსიქოთერაპული მეთოდია, რომელიც გამოიყენება ყველა ასაკში და არ აქვს შეზღუდვები და უკუჩვენებები. ფსიქოკორექციისათვის აქ გამოიყენება ხელოვნების და შემოქმედებითი მეთოდები, როგორიცაა ხატვა, ძერწვა, მუსიკა, ცეკვა, ისტორიების მოგონება, დრამა და სხვა.

ეს მეთოდი ხელს უწყობს ადამიანის ემოციებისა და აზრების გამოხატვას შემოქმედებითი პროცესის საშუალებით. აქ კარგად ვლინდება ადამიანის პიროვნული თავისებურებები. იგი ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ დანახვასა და თვითშეფასების აწევაში, ხელს უწყობს საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას, შინაგანი კონფლიქტების მოგვარებას თვითგამოხატვის გზით.
არტთერაპიის ავტორი და დამფუძნებელია ადრიან ჰილი, თუმცა ამ მეთოდებს იქამდეც იყენებდნენ ისეთი ფსიქოთერაპევტები, როგორებიცაა იუნგი და ფროიდი. ლეგენდის თანახმად ჯერ კიდევ პითაგორა კურნავდა ფიზიკურ და სულიერ ტკივილებს ქნარზე შესრულებული მუსიკით.

არტთერაპია საკმაოდ ეფექტურია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა:
— სტრესი და პოსტსტრესული დარღვევები;
— შიდა და პიროვნებათშორისი კონფლიქტები.

ასევე აქ ხერხდება
— კრეატულობის განვითარება;
— პიროვნული მთლიანობის განვითარება.

ჩვენ — ფორუმელმა ფსიქოლგებმა გადავწყვიტეთ ჩავატაროთ არტთერაპიის ტრენინგები. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ასაკის და სქესის მიუხედავად. ასევე არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რამდენად არის ეს ადამიანი ხელოვნებასთან ახლოს. აქ ხდება ხელოვნების საშუალებით საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გამოხატვა. ამიტომ შესრულებული სამუშაოს ესთეტიურობას ან ხარისხს ყურადღება არ ექცევა. ტრენინგის მიმდინარეობის დროს წამყვანი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მონაწილეებს აზრების, ემოციების თვითგამოხატვის მხრივ.

ტრენინგები იქნება 3 დღიანი და ჩატარდება 10-11-12 ივლისს. ჯგუფი 8 მონაწილისგან იქნება შემდგარი. გადასახდელი იქნება 5 ლარი თითოეული მონაწილისგან, რომლითაც შევიძენთ სამუშაო მასალებს: ფანქრები, ფურცლები, პლასტელინი და სხვა.
შუალედში მოეწყობა ბრეიქი

ტრენერები:
— TETISA. პროფესიით ფსიქოლოგი. მაგისტრი. მაქვს გავლილი არტთერაპიის ტრენინგები ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციაში ორ ეტაპად. პრაქტიკაში გამოყენებული მაქვს არტთერაპიის მეთოდიკები.
— Showman. აქვს ჩატარებული სამ სხვადასხვა ჯგუფთან ფსიქოდრამის 10 სესია (ფსიქოდრამა) და ასევე სხვადასხვა არტთერაპიული ჯგუფების მუშაობაში აქვს მიღებული მონაწილეობა. მათ შორის დევნილებთან, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამის ფარგლებში არსებულ ჯგუფში. ამჟამად მუშაობს მოზარდებთან ამ მეთოდების გამოყენებითაც.
— DrJones. წარდგენა არც სჭირდება მე მგონი. ყველა იცნობს მას.

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

Архивы

drops of sand

Апрель 2024
Пн Вт Ср Чт Пт Сб Вс
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

any kind of mind